საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს დანერგვა მრავალეროვნული კლინიკური კვლევის პროგრამისთვის
ჯანდაცვა · კლინიკური კვლევა · მონაცემთა დაცვა
Montpellier Sentinel Legal-მა მხარი დაუჭირა მრავალეროვნულ ორგანიზაციას კლინიკური კვლევების, მათ შორის პოსტმარკეტინგული და IV ფაზის აქტივობების მიმართ მოქმედი საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს შეფასებასა და დანერგვაში.
ჩვენი სამუშაო მოიცავდა კლინიკური კვლევის მარეგულირებელ ადგილობრივ სამართლებრივ ჩარჩოს, პაციენტისა და მონაწილის დოკუმენტაციას, ინფორმირებული თანხმობის საკითხებს, ჯანმრთელობისა და სხვა სენსიტიური პერსონალური მონაცემების დამუშავებას, კონფიდენციალურობის მოთხოვნებს, მონაცემთა გადაცემას და კვლევაში ჩართულ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებს.
პროექტი მოითხოვდა ორგანიზაციის გლობალური კლინიკური და კონფიდენციალურობის სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს მარეგულირებელ მოთხოვნებთან და ადგილობრივ ბაზარზე დანერგვისთვის საჭირო პრაქტიკულ პროცესებთან.